გვერდები

გორობა და იაკობობა

იაკობობა

 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ტარდება შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, სადაც ჩემი მოსწავლეები და კოლეგები აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას. ღონისძიება იმართება სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის  მიმდებარედ. ყველა სკოლას წარმოდგენი აქვს მოსწავლეთა ნამუშევრები და შემოქმედებითი ნომრები. 2022 წელს ჩვენმა სკოლამ გააცოცხლა იაკობის  ,, მკვეხარა ქოთანი" , როგორც თეატრალურად, ასევე მოვხატეთ ქოთნები და გავაპიროვნეთ.

მოწვეულ სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი სკოლის კუთხემ და მოსწავლეთა შემოქმედებამ.

მზადება იაკობობისთვის






სასიამოვნო დღე (იაკობობა 2022)



გორობა

ჩვენი სკოლა აქტიურად იღებს მონაწიელობას საქალაქო ღონისძიებებში. 2023 წელს გორობის დღესასწაულზე ჩემმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ვაჩვენეთ მოსწავლეების შემოქმედება და სასწავლო თამაშები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა დამთვალიერებლების მხრიდან.








 

No comments:

Post a Comment