ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, რათა მათი შესაძლებლობები უკეთ დავინახო და მათ საჭიროებას მოვარგო სასწავლო გარემო. ვფიქრობ, განსხვავებულად მიწოდებული დასამუშავებელი საკითხები უფრო საინტერესოს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის სასწავლო პროცესს.
- პირველ კლასში მოსწავლეები გადიოდნენ ასო-ბგერა ,,ჭ"-ს , ხელოვნებაში დამუშავებული გვქონდა ძირითადი და შედგენილი ფერები, სწორედ ამიტომ, გაკვეთილზე მოვიფიქრე მომეყოლა ამბავი ,,მხატვარ ჭიაყელაზე", რომელმაც სამყარო გააფერადა. აღნიშნული სახალისო აქტივობით მოსწავლეებს გავუმყარე ძირიდათ და შედგენილ ფერებზე ცოდნა.
- ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, VII-გ კლასში, ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ხელოვნების მხიარული სტარტები”, ხელოვნებასა და სპორტში. გაკვეთილი გამოვიდა სახალისო და საინტერესო, რაც მთავარია მოვახდინეთ დაკვირვება და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა საჭიროება დაიგეგმოს მომდევნო აქტივობები, რომელიც დაუკავშირდება მხატვრული მიმდინარეობების უკეთ გააზრებას.
ხელოვნების მასწავლებელი-ნათია მაკრახიძე
სპორტი მასწავლებელი-ეკატერინე ფხიკიძე
- გორის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასში დავმუშავეთ მიმდინარეობა იმპრესიონიზმი. განვიხილეთ კლოდ მონეს შემოქმედება და მისი პლენერზე შესრულებული ნამუშევრები. საკითხის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეები გავიყვანე სკოლის ეზოში და ღია ცის ქვეშ, წამიერი შთაბეჭდილებით შევაქმნევინე ნამუშევრები. აქტივობა გამოვიდა სახალისო და შედეგზე ორიენტირებული.
No comments:
Post a Comment