გვერდები

ჩემი eTwinning- ის პროექტები























 













#eTwinning 10 წლის! 🇪🇺🇬🇪
ჩვენი სკოლა, როგორც eTwinning-ის მასწავლებელთა ევროპული საზოგადოების წევრი, აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში და სთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას საავტორო პროექტების განხორციელებას. ჩვენი სკოლის მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს მიღებული აქვს, როგორც ეროვნული, ასევე ევროპული ხარისხის ნიშნები.
27 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია "ხელოვნული ინტელექტი განათლებაში", სადაც დაჯილდოვდნენ eTwinning-ში ჩართული წარმატებული სკოლები და მასწავლებლები. კონფერენციაზე ჩვენმა სკოლამ წარადგინა 2022-2023 სასწავლო წლის საავტორო საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი სკოლის მაკეტი და საოცნებო სკოლის ეზო. აღნიშნულმა პროექტმა ლიეტუვაში წლის საუკეთესო პროექტის ტიტული მოიპოვა.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენ ვაგრძელებთ eTwinning-ის პროექტებზე მუშაობას და დავიწყეთ ახალი, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩვენი სკოლის 9 მასწავლებელი და 80-მდე მოსწავლე მონაწილეობს, ასევე ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, საქართველოს რამდენიმე სკოლაა აქტიურად ჩართული.
ვულოცავთ ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს, მასწავლებლებს დაჯილდოებას და კვლავაც წარმატებული პროექტების განხორციელებას ვუსურვებთ!
Eka Khutsishvili; Irma Kurtanidze; Natia Makrakhidze; Tamar Iluridze; Tamriko Gusoshvil

                                                                              









1 comment:

  1. Fairy kingdom of animals / Сказочное царство животных

    ReplyDelete