გორისა და ატენის ეპარქია,
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ატარებს
ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 10 იანვარი,
ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი
მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5
ფესტივალის მიზანი: ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად , მოზარდებში რწმენის
გასაძლიერებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა
საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებითა და
თვითშემოქმედების წარდგენით.
ფესტივალის
მონაწილენი: საქართველოს
საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლები და გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო
სკოლები:
1.
თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
2.
ზუგდიდის წმ. გიორგის
სახელობის გიმნაზია,
3.
ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის
სახელობის სკოლა-პანსიონი,
4.
მარტვილის წმ. ამბროსი
ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,
5.
წმ. იოანე ბოლნელის
სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
6.
ქალაქ გორის საჯარო სკოლა
7.
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია);
8.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
-
10:30 - ფესტივალის
გახსნა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი
-
11:00 - მოსწავლეთა საკონფერენციო
გამოსვლები (სააქტო დარბაზი)
-
11:00 - კალიგრაფიის კონკურსი
-
13:00 - ს. მაკალათიას
სახელობის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება,
გორის ტაძრების მოლოცვა
-
14:00 - სადილი
-
15:00 - მოსწავლეთა
თვითშემოქმედებითი გამოსვლები (სააქტო
დარბაზი)
-
17:00
- ფესტივალის დახურვის საღამო
-მოსწავლეთა კონფერენცია ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს - „ბრძენი და კეთილი მწყემსი“
მოხსენების
ხანგრძლივობა 12 წთ. (თემატიკა შეუზღუდავია).
თვითშემოქმედებითი გამოსვლები - თემა: ქრისტეშობის დღესასწაული. გამოსვლის ხანგრძლივობა 20 წთ. მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის რეფლექსია
გორისა და ატენის ეპარქიის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლია“-ში, 2023 წელს საჯარო სკოლებიდან მიწვეულ იქნა მხოლოდ გორის მე-9 საჯარო სკოლა. ფესტივალი გაიმართა ამა წლის 10 იანვარს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის შენობაში. მონაწილეობა მივიღეთ თვითშემოქმედებით გამოსვლის ნაწილში და მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაში. ამისათვის წინასწარ შევიმუშავეთ გეგმა ესთეტიკის კათედრის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ფესტივალის მიზანი იყო ქრისტესშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად, მოზარდებში რწმენის გასაძლიერებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით. ფესტივალის მიზანი მისაღები იყო ჩვენთვის, რადგან აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებს სკოლის ფარგლებს გარეთ, ფართო საზოგადოების წინაშე გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მზადება მიმდინარეობდა 2 კვირის განმავლობაში, რომელსაც პროეექტული სახე ჰქონდა. კათედრის წევრების თანამშრომლობის საფუძველზე დავგეგმეთ მოსამზადებელი ეტაპები. თვითშემოქმედებითი გამოსვლისათვის, თემაზე : ქრისტესშობის დღესასწაული, შევარჩიეთ ვაჟა-ფშაველას (თქმულება)-„საშობაო ამბავი“. დავგეგმეთ მოსწავლეებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა, გავაცანით გეგმა და სამუშაო ეტაპები. მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით დადგეს მინი სპექტაკლი და ინსცენირება მოახდინეს თქმულებაში ასახული სიუჟეტის. ამისათვის საჭირო იყო რეპეტიციები და დეკორაციის შექმნა სცენისათვის. შევქმენით მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად სპექტაკლისათვის საჭირო დეკორაცია, მყარი მასალა მოვხატეთ და მივანიჭეთ ხის იმიტაცია, როგორც ქოხი. მოვიძიეთ სპექტაკლის დეკორაციისათვის საჭირო რესურსი (სკამები, მაგიდა, ჭურჭელი, ფარდაგი და ა.შ.), მოვიძიეთ თითოეული პერსონაჟისათვის შესაბამისი კოსტიუმი. სამუშაო გეგმის მიხედვით მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები საშობაო თემაზე. მათ შორის: ხელნაკეთი დეკორატიული და ფერწერული ნამუშევრები ზამთრის თემაზე. (მაკეტები, ხელნაკეთი ნაძვის ხეები, საახალწლო სუვენირები და სხვ.). ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენეს სხვადასხვა მასალა (მაგ. ძაფები, ბამბა, ძველი წიგნები, ხის ნაჭრები, ნაჭრის ნაკუწები, გირჩები, ქვები, თოკები და ა.შ.) რითიც კიდევ ერთხელ გაიმყარეს და გამოავლინეს სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის მიმართ ცოდნა. აღნიშნულ ფესტივალში ჩართულობით, მოსწავლეებმა გაიაზრეს ქრისტეშობის დღესასწაულის მნიშვნელობა, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და ემოცია ამ დღის მიმართ საკუთარი შემოქმედების გამოვლენით (სპექტაკლი, გამოფენა). რამაც მისცა საშუალება მოსწავლეებს გამხდარიყვნენ მეტად თავდაჯერებულები, მოტივირებულები. ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას რელიგიური დღესასწაულების მიმართ, დაამყარებს სკოლის შიგნით თუ გარეთ თანამშრომლობით, მეგობრულ, ჯანსაღ ურთიერთობებს. მაგალითი იქნება სხვა მოსწავლეებისთვისაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სასკოლო თუ რეგიონალურ, სოციალურ პროექტებში, სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს სკოლის პოპულარიზაციასა და განვითარებას. აღვნიშნავ, რომ ჩვენმა გამოსვლამ და ნამუშევრებმა, რომელშიც დიდი შრომა ჩადეს მოსწავლეებმა და ესთეტიკის კათედრის წევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და სხვები, სტუმრებს ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება გამოქვეყნებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზეც.
მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები
სპექტაკლის დეკორაციები
No comments:
Post a Comment