22 აპრილი დედამიწის დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების VII – XII კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ასფალტზე ხატვის კონკურსი, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა ნათია ვართუმაშვილმა, თემუკა გალუსტიანცმა, მარიამ შალამბერიძემ, ნინი ოთინაშვილმა, მარიამ ჭავჭავაძემ გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას. (2023)
2024 წლის 19 აპრილს, საგრანტო პროექტის ,,დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი" ფარგლებში დაწყებითი და საბაზო საფეხურის პარალერული კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასფალტზე ხატვის კონკურსში. ჟიურის მიერ გამოვლენილი VIII-დ კლასი 22 აპრილს მონაწილეობას მიიღებს გორის მერიის მიერ გამოცხადებულ საქალაქო კონკურსში, რომელიც წარიმართება გორის საჯარო სკოლებს შორის.
2024 წლის 22 აპრილს ქალაქ გორში დედამიწის დღესთან დაკაბშირებით ქალაქის მერიამ ჩაატარა ასფალტზე ხატვის კონკურსი სახელწოდებით ,, დედამიწა-ჩვენი სახლი”, სადაც ჩვენი მოსწავლეების ნამუშევარი ჟიურის რჩეული გახდა.
No comments:
Post a Comment