საბაზო საფეხურის სახელოვნებო კლუბის მოსწავლეებთან ერთად შევქმენი სამაგიდო თამაში ,,ფერების ბორბალი". მოსწავლეებთან გამოკითხის შედეგად დავადგინე, რომ მასალა , რომელიც საკმაოდ რთულია და მოცულობითი მერვე-მეცხრე კლასებში მოსწავლეებს უძნელდებათ მისი დამახსოვრება და გააზრება, სწორედ ეს გახდა მიზეზი სამაგიდო თამაშის შექმნისა. თამაში გათვლილია ორ ჯგუფზე სათამაშოდ და სწორი პასუხების შემთხვევაში ქულების მაქსიმალური რაოდენობით იმარჯვებს რომელიმე ჯგუფი.
თამაში სატესტო რეჟიმშია, შემაქვს სხვადასხვა კლასებში და ვათამაშებ მოსწავლეებს, რის შემდეგაც მოვახდენ შედეგების ანალიზს და აღნიშნულ თამაშს დავაპატენტებ და შევქმნი გარკვეული რაოდენობის ტირაჟით. სურვილის შემთხვევაში სკოლებს გადავცემ თითო ეგზემპლიარს საჩუქრად.
სასწავლო თამაში ,,ხელოვნების
კამათელი”
რესურსის გამოყენება რეკომენდირებულია
III – VI კლასის მოსწავლეებისთვის
რესურსის
აღწერა:
რესურსი შედგება სამი ნაწილისაგან: 1) სათმაშო დაფა;
2) შეკითხვების ექვსი ყუთი; 3) ორი კამათელი.
სათმაშო დაფა წარმოდგენილია ცხრილის ფორმით. პირველი სვეტის თითოეულ უჯრაში
განთავსებულია ასო-ბგერა(ა,ბ,გ,დ,ე,ვ), პირველი
სტრიქონის უჯრებში-ციფრები(1,2,3,4,5,6); დაფის დანარჩენი ნაწილის 36 უჯრაში განლაგებულია
ექვსი მიმართულების ოთხ-ხუთი ლოგო:
ფერები (პალიტრა); ჟანრი (ყვავილის კალათა); დარგი
(მოლბერტი); პლასტილინი (ტექნიკა); ხელოვანები (საღებავები); კითხის ნიშანი (სხვადასხვა)
აღნიშნული მიმართულებები იკავებს 28 უჯრას, დანარჩენ
8 უჯრაში განთვსებულია ხუთი „ღიმილი“ - ნიშნავს ბონუს 5 ქულას, სამი „ელვა“ - ნიშნავს
სვლის გამოტოვებას. ერთ კამათელს წახნაგებზე აწერია ასოები, ხოლო მეორეს ციფრები. ხელოვნების
სამიზნე ცნებების და ქვეცნებების მიხედვით
შეკითხვები ჩაყრილია შესაბამის ყუთებში, რომლებსაც ახატია ანალოგიური ლოგოები, რომლებიც
სათმაშო დაფის უჯრებშია წარმოდგენილი.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
·
თითოეულმა მონაწილემ მონაცვლეობით გააგორეთ ორივე კამათელი
(ასოების და ციფრების). მაგალითად გაგორდა გ3, მოძებნეთ მათ გადაკვეთაზე შესაბამისი
უჯრა სათამაშო დაფაზე და გაარკვიეთ რომელი
მიმართულების ლოგო შეგხვდათ. გადაინაცვლეთ შეკითხვების ყუთებთან, მოძებნეთ იმავე ლოგოების
ყუთი და ამოიღეთ შეკითხვა. დააფიქსირეთ და უპასუხეთ შეკითხვას, რომელსაც იქვე ექნება
მითითებული შესაბამისი ქულა. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოგენიჭებათ შეკითხვის
ბარათზე მითითებული ქულა (სირთულის მიხედვით - 5,10,15,20 ან 25 ქულა). არასწორი პასუხის
გაცემის შემთხვევაში სწორ პასუხს გააჟღერებს თამაშის წამყვანი და თამაშს გააგრძელებს
მოწინააღმდეგე. ლოგო „ღიმილის“ მოსვლისას მიიღებთ 5 ბონუს ქულას, ხოლო ლოგო „ელვის“
მოსვლისას გამოტოვებთ სვლას და თამაშს გააგრძელებს მოწინააღმდეგე. თამაშის წამყვანი
შეიძლება იყოს მასწავლებელი ან თქვენ მიერ შერჩეული პირი, რომელიც თამაშის მსვლელობას
ჩაიწერს და დააჯამებს ქულებს. თამაში შესაძლებელია გუნდებს შორის (ორი, ან მეტი); თამაში
დასრულდება თქვენი სურვილისამებრ, ან შეკითხვების ამოწურვისას.
No comments:
Post a Comment