მარიტა
2022- 23 სასწავლო წელს VIII-ბ კლასის მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამუშავებდნენ გიორგი ლეონიძის ,, მარიტას", ხოლო ხელოვნებაში გავდიოდის ,,კინო და მხატვრობას". აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე მომეხდინა ინტეგრირება ქართულის და ხელოვნების და მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ ანიმაციის გადაღება. სურვილი მქონდა კეთებით სწავლების დროს უფრო მეტად გაეაზრებინათ კინოს/ანიმაციის, როგორც სინთეზური ხელოვნების არსი, აღმოეჩინათ თუ როგორ მუშავდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კინოში.
სამუშაო პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. შევქმენით ბოქსი სადაც მოსწავლეებმა მოხატეს პეიზაჟი, ასევე სხვადსხვა სცენისთვის გავაკეთეთ სახლის, ეკლესიის მაკეტები. გამოვძერწეთ პერსონაჟები და დავიწყეთ გადაღება.
შემდეგ ეტაპზე მოხდა ანიმაციის დამონტაჟება, გახმოვანება და ქართულ-ინგლისური ტიტრების დადება. სასკოლო საზოგადოებაში მოვაწყეთ ,,მარიტას" ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან.
No comments:
Post a Comment